Monday, July 17, 2017

პედაგოგიური კვლევა


პედაგაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში



საკვლევი თემა:
საინფორმაციო ტექსტის გაგება–გააზრების პრობლემები დაწყებით კლასებში და მათი გადაჭრის გზები


                                       სარჩევი

  1. კვლევის მიზნები და ამოცანები
  2. პრაქტიკული კვლევის არსი
  3. ლიტერატურის მიმოხილვა
  4. კვლევის დიზაინი
  5. კვლევის შედეგები
  6. რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
  7. დასკვნა


თავი. 1.  კვლევის მიზნები და ამოცანები.
ქ. ქუთაისის მე–9 საჯარო სკოლის მე–41 კლასში სწავლობს 24 მოსწავლე. გოგონა - 12, ვაჟი – 12. აღნიშნულ კლასს ვასწავლი პირველი კლასიდან. მათთან ვმუშაობ თანამედროვე მიდგომებით. ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ვნერგავ სწავლის პროცესში. აგრეთვე საგაკვეთილო  პროცესში ვიყენებ ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს ხელს მიწყობს ხარისხიანად წარვმართო სწავლა, სწავლების პროცესი.

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი
ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს, სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ყველაზე  მარტივია ზედაპირული ინფორმაციის გაგება, ხოლო რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შედარებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. გამოიკვეთა პრობლემები. შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში. ვთვლი, რომ არამხატვრულ საინფორმაციო შემეცნებითი, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა. გაგება–გააზრება თანამედროვე ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი უნარია.
სწორედ ამიტომ ჩემი კვლევა მივუძღვენი ამ მეტად უმნიშვნელოვანეს საკითხს. კერძოდ, დამწყებ კლასებში ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების პრობლემების გადაჭრის გზებს.
ვფიქრობ ამ კუთხით ჩემი პროფესიული საქმიანობა გახდა კიდევ უფრო ხარისხიანი და ჩემი მოსწავლები ჩამოყალიბდებიან გაგება–გააზრების ორიენტირებულ მკითხველებად.

პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
საინფორმაციო  ტექსტის გაგება–გააზრების პრობლემები მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.
·         გამართულად კითხვის დეფიციტი;
·         მკითხველისათვის უცნობი საკითხავი თემა;
·         ტექსტის სირთულე;
·         კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
·         ინფორმაციის გადამუშავების დახარისხების, დაჯგუფების, შედარების, მსგავსება–
      განსხვავების და ა.შ. პრობლემები;
·         წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა.

კვლევის მიზანი
  • პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.
  • დაწყებით კლასებში საინფორმაციო ტექსტის გაგება–გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა, დადეგნა, გამოკვლევა
  • მიღწეული შედეგების შეფასება.

კვლევის ამოცანები
  • დისკუსიები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
  • დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე, კერძოდ როგორ ახდენს საინფორმაციო ტექსტის გაგება–გააზრებას;
  • მოსწავლეთა, მშობელთა, პედაგოგთა გამოკითხვა;
  • მონაცემთა კოდირება და ანალიზი;
  • შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.

საკვლევი კითხვები
            კვლევის მრავალ კითხვაზე – რა არის დაწყებით საფეხურზე ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები? – პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბე შემდეგი კითხვები:
  • აქვთ  თუ არა მოსწავლეებს გამართული კითხვის დეფიციტი?
  • შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ინფორმაციის დახარისხება, დაჯგუფება და ა.შ.
  • შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა?
  • ფლობენ თუ არა გაგება–გააზრების მეთოდებს?
  • ვლინდება თუ არა შემდეგი ინფორმაციის აღდგენის პრობლემა?
II  თავი.
პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობას, კოლექტიურ მიდგომას, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთმანეთის მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
კვლევაში მონაწილე რესპონდენტები არიან:
  • IV კლასის მოსწავლეები;
  •  მოსწავლეთა  მშობლები;
  • დაწყებითი კლასის პედაგოგები.

 თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა
კვლევის თემასთან დაკავშირებით მოვიძიე და გავეცანი მრავალფეროვან ლიტერატურას. მივიღე მნიშვნელოვანი  ინფორმაცია უკვე ჩატარებული  კვლევების შესახებ.
აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება, ჯერ კიდევ ადრეული საფეხურიდან უნდა დავიწყოთ.
2014-2018 წელს ჩატარებულმა კვლევებმა  გამოავლინა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტების გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში.
მოგეხსენებათ საინფორმაციო ტექსტი გულისხმობს არამახატვრული კატეგორიის რესურსს. არამხატვრული, საინფორმაციო–შემეცნებითი, ენციპლოპედიური ტექსტების კითხვა, საშუალო სკოლებში დაწყებით საფეხურზე იწყება. დამწყები საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა  შეეძლოს:
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
  • ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება;
  • სხვადასხვა სახის ტექსტების  შეგნებულად გააზრებულად კითხვა;
  • სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება;
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მიაღწიოს შედეგს, აუცილებლად უნდა იმუშაოს შემდეგ საკითხებზე;
  • რა არის გაგება–გააზრება და მისი პრინციპები;
  • როგორ ვითარდება გაგება–გააზრების უნარი;
  • კარგი მკითხველის უნარ–ჩვევები და სტრატეგიები;
  • გაგების უნარ–ჩვევების დანერგვის მოდელი;
  • კითხვის დასმა და პასუხის ძიება, როგორც გაგება–გააზრების მთავარი სტრატეგია.

თავი IV. კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდი, კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომელსაც ობიექტური დასკვნებისკენ მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება.
მონაცემთა შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
1)      რაოდენობრივი მეთოდი – ,,გამოკითხვა“ ანუ ანკეტირება. მივმართე ანკეტირებას, რათა გამეგო პასუხები კვლევისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე. კითხვარი მოვამზადე :
        დაწყებითი მე–4 კლასის მოსწავლეებისათვის
        მშობლებისათვის
        დაწყებითი კლასის პედაგოგებისათვის.
2)      კვლევის მეთოდი ,,დაკვირვება“
·         პირველ ეტაპზე გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება, რაც დამეხმარა დამედგინა რაზე უნდა გამეკეთებინა ფოკუსირება;
·         ამის შემდეგ გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირვება და მკაფიოდ გამოვყავი კვლევის კონკრეტული ელემენტები;
·         შემდეგ გამოვიყენე შერჩევითი დაკვირვება, რამაც კიდევ უფრო შემიწყო ხელი დავკვირვებოდი წინა ეტაპზე გამოყოფილ საკვლევ ელემენტებს.
3) ფიკუსირებული დაკვირვება გამოყენე  საგაკვეთილო პროცესის დროს დიფერენცირებულ ჯგუფებზე.
4) ინტერვიუ
კითხვების შევსება პირისპირ ინტერვიურ საფუძველზე დაწყებითი კლასების პედაგოგებითან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ჩატარებულ ინტერვიუს საფუძველზე კითხვარი შევავსე.
5) მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისათვის გამოვიყენე.

თავი V.
2017 წლის 19 სექტემბერი–2018 წლის 25 მაისი
კვლევის შედეგები
პედაგოგთა გამოკითხვით სურვილი მქონდა დამედგინა:
  • როგორ ფიქრობდნენ და მიაჩნდათ თუ არა, რომ დაწყებით საფეხურზე ინფორმაციული ტექსტის გაგება გააზრება უფრო უჭირთ მოსწავლეებს, ვიდრე მხატვრულ ტექსტის, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 90% მიიჩნევდა ინფორმაციულ ტექსტს, ხოლო 10% კი მხატვრულს.
  • აგრეთვე მიაჩნდათ თუ არა თემა: ,,დაწყებითი საფეხურის ინფორმაციულ ტექსტის გაგება–გააზრების პრობლემის კვლევა და გადაჭრის გზები“ აქტუალურ თემად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 100% მიიჩნევდა აქტუალურად.
ინტერვიუს საფუძველზე მსურდა გამეგო დაწყებითი საფეხურზე ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების პრობლემის გამოწვევი მიზეზები. გამოიკვეთა შემდეგი მიზეზები:
  • თვალსაჩინოების სიმწირე;
  • ინფორმაციული ტექსტების სიდიდე;
  • უცხო ლექსიკური ერთეულების სიმრავლე;
მოსწავლეთა გამოკითხვით დავადგინე:
  • რომელი ტიპის ტექსტს უფრო ხშირად კითხულობენ. დავადგინე, რომ 58% კითხულობს  მხატვრულს, 30% ინფორმაციულს და 12% ორივეს.
ინფორმაციულ საკითხავიდან  რომელი თემები აინტერესებდათ, აღმოჩნდა, რომ ცხოველთა და ფრინველთა სამყარო 5%, ისტორიული მოვლენები 20%, კოსმოსი - 12%, გამომგონებლები – 7%, ბიოგრაფიები – 3%.
  • რა ხერხებს იყენებდნენ ტექსტში უცნობი სიტყვის შემთხვევაში. მივიღე ასეთი შედეგები. ვაგრძელებ კითხვას 10%, ვეკითხები სხვას ან ვნახულობ ლექსიკონში 45%, გამოვთქვამ ვარაუდს 19%, ვცდილობ ავხსნა კონტექსტში 26%.
  • შეუძლიათ თუ არა წაკითხულის ირგვლივ დასმა პასუხების გაცემა აღმოჩნდა: შემიძლია – 58%, არ შემიძლია – 10%. მიჭირს დამოუკიდებლად 32%.
აგრეთვე ჩავატარე  პრეტესტი, რათა გამეგო რა დონეზე შეეძლოთ მოსწავლეებს ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრება. ტექსტი შედგებოდა 5 არჩევით პასუხიანი შეკითხვისაგან და ორიენტირებული იყო გაგება–გააზრებაზე. აღმოჩნდა ყველა სწორი პასუხი 6%.
5 შეცდომა – 6%
5 სწორი 1 შეცდომა %
ყველა შეცდომა %
მშობელთა გამოკითხვით დავადგინე შემდეგი:
კითხულობენ თუ არა შვილებთან ერთად?
– კითხულობს 58%, იშვიათად 22%, ვერ ახერხებს 10%.
  • რა ტიპის ტექსტებს კითხულობენ.
მხატვრული ტექსტი – 72%
ინფორმაციულს - 22%
ორივეს – 6%
  • რას ნიშნავს ტექსტის გაგება–გააზრება მივიღე:
ბავშვს ესმის ყველა სიტყვა – 12%, შეუძლია  გადმოსცეს წაკითხული – 45%, შეუძლია იმსჯელოს და გამოთქვას აზრი წაკითხულის ირგვლივ 43%.
  • თვლიდნენ თუ არა აუცილებლად მშობლები თავიანთ ჩართულობას შვილის კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებაში:
 არ არის საჭირო 2%
დამოუკიდებლადაც ჩამოყალიბდება – 15%
აუცილებელია მშობლის ჩართულობა - 83%
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიგნება:
  • მოსწავლეები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციულ ტექსტზე მუშაობისათვის აუცილებელ მეთოდებს / აქტივობებს.
  • მშობლები ნაკლებად არიან ჩართული შვილის მკითხველად ჩამოყალიბებაში.
შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის შემდეგი ვარიანტები:
  • ინფორმაციული ტექსტების კითხვა – კითხვის საათებზე მოსწავლეთათვის საინტერესო თემებზე.
  • დისკუსია მოსწავლეებთან თემაზე ,,რატომ უნდა  ვიკითხოთ ინფორმაციული ტექსტები“.
  • ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების მეთოდები/აქტივობების დანერგვა.
  • წაკითხულ ინფორმაციული ტექსტების თემის შესაბამისობის ვიდეო რესურსების შექმნა მოსწავლეებთან ჩემს მიერ
  • დისკუსია მშობელთან თემაზე:
,,როგორ უნდა ჩაერთოს მშობელი შვილის გაგება–გააზრებაზე ორიენტირებულ მკითხველად ჩამოყალიბებაში.“
დისკუსიამ მოსწავლეებთან თემაზე: ,,რატომ უნდა ვიკითხოთ ინფორმაციული ტექსტები“ – საინტერსოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ აუცილებლად სხვადასხვა  თემებზე ინფორმაციული ტექსტების კითხვა.
  • ვკითხულობდით ინფორმაციულ ტექსტებს კლასის საათებზე. ჩატარებული ანკეტირების დროს დავადგინე, რომ ყველაზე მეტად აინტერესებდათ თემები: ,,ცხოველთა და ფრინველთა სამყარო“, ,,კოსმოსი,“ ,,ისტორიული მოვლენები“.
სწორედ ამ თემებიდან ავარჩიეთ საინფორმაციო ტექსტები და შევუდექით საინტერესო თემებზე ინფორმაციული ტექსტების კითხვას.
რაც შეეხება მშობელთა ჩართულობას შვილის გაგება, გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველად ჩამოყალიბებაში“ მშობლებმა გამოთქვეს სრული მზაობა ჩართულობისათვის.
ნაბიჯ–ნაბიჯ გაგება–გააზრების სტრატეგიებზე სამუშაოდ გამოვიყენე გაგება–გააზრების სწავლებისათვის საუკეთესო გზა ექსპლიცისტური სწავლება.
  • მასწავლებლის მიერ მოდელის/მაგალითების ჩვენება
  • პირდაპირი ახსნა–განმარტება
  • მართული პრაქტიკა–ვარჯიში
  • დამოუკიდებლად კითხვა
მოსწავლეებთან ვიმუშავე შემდეგ სტრატეგიებზე:
  • წინარე ცოდნის გააქტიურება
  • მონიშვნები და ჩანაწერები
  • ტექსტის ნაწილებად დაყოფა
  • წარმოსახვაში გაცოცხლება/ვიზუალირება
  • შეჯამება
  • გრაფიკული სქემები
აგრეთვე შევისწავლეთ ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების მეთოდები /აქტივობები.
,,კლასტერული/საგნობრივი რუკა“ – მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზებაში. კლასტერულ რუკის შექმნისას ცნების მახასიათებლები  ჯგუფდება სხვადასხვა  კატეგორიაში და გადანაწილდება სქემაში.
,,მახასიათებლების ცხრილი“ – ეფექტურია მსგავსება –განსხვავების გამოსაკვეთად. ეხმარებათ ინფორმაციის დახარისხებაში.
  • ,,მეთოდი 3–2–1“ საუკეთესო საშუალებაა  საინფორმაციო ტექსტზე სამუშაოდ. იგი საშუალებას აძლევს მკითხველს მიღებული ინფორმაცია დაახარისხოს სხვადასხვა პრინციპით. დასვას შეკითხვები, შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი.
  • ,,ასოციაციური რუკა“
  • ,,მოვლენების ჯაჭვი“
  • ,,თავიდან – მერე – ბოლოს“
აგრეთვე ვიმუშავე მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება. დავნერგე მრაფალფეროვანი მეთოდები. სავარჯიშოები, გრაფიკული სქემები.
გამომდინარე იქედან, რომ ელექტრონულ ვიდეო რესურსებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა შევქმენი და მოსწავლეებს ვაჩვენებდი სხვადასხვა ვიდეო რესურსებს, ინფორმაციული ტესტების თემატიკის მიხედვით.

თავი VI
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
  • მშობლებმა ითანამშრომლონ  პედაგოგთან;
  • მშობლებმა ასევე პედაგოგის პარალელურად  იმუშაონ შვილებთან ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების კუთხით.
  • მოსწავლეებმა ნაბიჯ–ნაბიჯ ნასწავლი გაგება–გააზრების სტრატეგიები გამოიყენონ სისტემატიურად;
  • მე როგორც პედაგოგმა, გავაღრმავო მუშაობა როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან.
  • მე როგორც პედაგოგმა მოვახდინო მუშაობის მონიტორინგი.

ინტერვენციის შედარება.
შედარების მიზნის გასაგებად მსურდა გამეგო:
  • დაეუფლნენ თუ არა მოსწავლეები ინფორმციული ტექსტის გაგება–გააზრების გრაფიკულ სქემებს;
  • მუშაობენ თუ არა ახალ ლექსიკურ ერთეულებზე;
  • რამდენად ეფექტური გამოდგა ჩემს მიერ მოსწავლეებთან დანერგილი ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების სტრატეგიები.
  • დაეხმარა თუ არა მშობელს დისკუსიები და პედაგოგთან თანამშრომლობა შვილებთან სწორად და ეფექტურად მუშაობაში.
  • ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შესაფასებლად დავგეგმე და ჩავატარე 2 საჩვენებელ გაკვეთილზე;
  • ინტეგრირებულ საჩვენებელი გაკვეთილი ქართული  ბუნება – თემა: ,,ია ყინულეთში“ – მიზანი ინფორმაციული  ტექსტის გაგება–გააზრება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული –ბუნება თემა: ,,ძვირფასი სახელები“. მიზანი ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრება.
გაკვეთილზე გვესწრებოდნენ ფასილიტატორი და სკოლის დირექციის წარმომადგენელი. ორივე გაკვეთილზე მივაღწიე მიზანს, მივიღე დადებითი შეფასება და უკუკავშირი.
            ასევე დადებითად შეფასდა  გაკვეთილზე გამოყენებული ჩემს მიერ შექმნილი ვიდეო რესურსები, რომლებიც დაეხმარა მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გაგება–გააზრებაში.
მშობლებთან ინტერვიუმ დაადგინა, რომ თანამშრომლობა პედაგოგთან, დისკუსიები და გაწეული მუშაობა დაეხმარა მათ შვილებს სწორად მუშაობაში.
            ჩართული არიან შვილის გაგება–გააზრებულ ორიენტირებულ მკითხველად ჩამოყალიბებაში.
შედეგების მიხედვით თამამად შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ განხორცილებულმა სამუშაოებმა  გამოიღო კარგი შედეგი.

თავი VII. დასკვნა
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის  ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების პრობლემის გამომწვევი მიზეზებია:
  • მოსწავლეების მიერ ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების მეთოდების გრაფიკული სქემების ნაკლებად ცოდნა და გამოყენება.
  • მოსწავლეების მიერ ინფორმაციული ტექსტის გაგება–გააზრების სტატეგიების ნაკლებად ფლობა.
  • მშობლის არაეფექტური ჩართულობა ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბებაში.
  • მშობლების პედაგოგთან ნაკლები თანამშრომლობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა – დაწყებით კლასებში წაკითხულის  წერითი სახით გადმოცემის პრობლემა.

P.S. პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.


გამოყენებული ლიტერატურა

საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის სწავლება დაწყებით საფეხურზე.
ინტერნეტგაზეთი .
საინფომაციო ტექსტის დამუშავება დაწყებით საფეხურზე.
ინტერნეტგაზეთი.
3.    სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული
,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I – IV კლასები.”
( G-PRIED ) ( გვ. 207 – 290 )
4.    მასწავლებლის წიგნი  ,,წიგნიერება „ ავტორი ირინა სამსონია .( გვ 30- 35 )

                            
                         დანართები
დანართი 1
ანკეტა -----დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლებისათვის .
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საფეხურზე ინფორმაციული ტექსტის გაგება - გააზრების პრობლემების  გასაუბჯობესებლად. თქვენი , როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის .თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია .არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .
1 . როგორ ფიქრობთ არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური დაწყებით საფეხურზე ინფორმაციული ტექსტის გაგება -გააზრების პრობლემი კვლევა ?
       ა)  დიახ   აქტუალურია           ბ ) არაა  მნიშვნელოვანი              გ ) არ მიფიქრია
2 . დაწყებითი საფეხურზე   რომელი ტიპის  ტექსტის გაგება -გააზრებაა უფრო პრობლემატური  ?
           ა)  მხატვრული               ბ) ინფორმაციული                გ)  ორივე
3. რას მიიჩნევთ   დაწყებით საფეხურზე იფომაციოული ტექსტის გაგება - გააზრების პრობლემის   მიზეზებად?.
ა) -----------------------------------------------------------------
ბ)------------------------------------------------------------------
გ)-----------------------------------------------------------------
დ)-----------------------------------------------------------------
4 .  რას მიიჩნევთ დაწყებით საფეხურზეინფორმაციული ტექსტის გაგება- გააზრების პრობლემის გაუმჯობესების  გზად?
ა)---------------------------------------------------------------
ბ)---------------------------------------------------------------
გ)--------------------------------------------------------------
დ) ------------------------------------------------------------
                                                                                                                                 გმადლობთ
დანართი 2                                                    
                                                  ანკეტა
                           მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი
1.გიყვარს  თუ   არა  კითხვა ?
ა)  არა                                     ბ) დიახ 
2. კითხულობ თუ არა ხშირად ?
ა) ვკითხულობ ყოველდღე      ბ) იშვიათად              გ ) არ ვკითხულობ                                    
3  .რომელი  სახის ტექსტებს უფრო ხშირად კითხულობ ?
    ა) მხატვრული               ბ ) ინფორმაციული                          გ ) ორივე.
4 . რომელი სახის ტექსტების წაკითხვა უფრო მოგწონს ?
  ა)  ინფორმაციული                     ბ) მხატვრული                გ)  ორივე
5 .ინფორმაციული  ტექსტის  რომელი თემებით ხარ დაინტერესეული?
ა) ბიოგრაფიები
ბ) ისტორიული მოვლენები
გ) ცხოველთა და ფრინველთა სამყარო.
დ) კოსმოსი
ე) გამოგონებები 
ვ) ჩამოთვალე შენთვის საინტერესო -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                          ანკეტა
                             მოსწავლის გამოკითხის კითხვარი
1 . რომელი სახის ტექსტის გაგება - გააზრება უფრო გიადვილდება ?
ა) მხატვრული              ბ) ინფრომაციული                  გ ) ორივე
2. . რა ხერხს მიმართავ თუ  ტექსტში უცნობი სიტყვა შეგხვდება ?
ა) ვაგრძელებ კითხვას.
ბ)  გამოვთქვამ ვარაუდს .
გ) ვცდილობ ავხსნა კონტექსტში.
დ) ვეკითხები სიტყვის მნიშვნელობას სხვას.
3  . როგორ უფრო  გირჩევნია   ტექსტის  კითხვა ?
ა) ინდივიდულაურად                   ბ) წყვილებში              გ ) ჯგუფურად  
4. .შეგიძლია თუ არა წაკითვხის შემდეგ ტექსტის ირგვლივ  კითხვების დასმა  ?
        ა) დიახ შემიძლია            ბ) არ შემიძლია               გ) მიჭირს კითხვების დასმა
5 .შეგიძლია თუ არა ტექტის წაკითხვის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა ?
ა ) დიახ შემიძლია 
ბ ) არ შემიძლია დამოუკიდებლად 
გ) მიჭირს პასუხების გაცემა .
დანართი  3
ანკეტა -დაწყებითი საფეხურის მშობლებისათვის
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საფეხურზე ინფორმაციული ტექსტის გაგება - გააზრების პრობლემების  გასაუბჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1 .რამდენად ახერხებთ იკითხოთ  შვილთან ერთად ?
ა) პრაქტიკულად ყოველდღე .
ბ) ძალიან იშვიათად.
გ) ვცდილობ ხშირად ვიკითხო მასათან ერთად .
დ) პრაქტიკულად ვერ ვახერხებ .
2 . რას კითხულობთ შილთან ერთად ?
ა) მხოლოდ სკოლის სახემძღვანელოს ტექსტებს.
ბ) დამატებით საკითხავ ლიტერატურას.
გ) ორივეს
3  . რომელი ტიპის ტექსტებს კითხულობთ უფრო მეტად ?
     ა) მხატრული                  ბ) ინფორმაციული                             გ ) ორივე
4. რომელი ტიპის ტექსტები მოსწონს შენს შვილს უფრო მეტად ?
ა) მხატვრული            ბ) ინფორმაციული             გ)  ორივე
5 .  წაკითხვის შემდეგ  მსჯელობთ თუ არა ტექსტის ირგვლივ?
ა) არ ვმსჯელობთ
ბ) ვუსვამ შეკითხვებს .
გ) ვეკითხები რა მოეწონა და  რა არ მოეწონა.
დ) ვცდილობ ვიმსჯელოთ .
6 .რას ამჩნევთ რომელი ტიპის ტექსტის გაგება -გააზრება უფრო მეტად ეძნელება თქვენს შვილს ?
              ა) მხატვრული                             ბ) ინფორმაციული                            გ ) ორივე
7 . არჩევთ თუ არა საკითხავ ტექტს  შვილის ასაკის შესაბამისად?
ა) ხანდახან  ვცდილობ ავარჩიო ასაკის შესაბამისად
ბ) არ ვაქცევ ყურაღებას რას წავუკითხავ
გ)  აუცილებლად ვარჩევ მისი ასაკის შესაბამის ტექსტს.
8 . როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ტექსტის გაგება -გააზრება ?
ა) როცა ბავშვს ესმის ტექსტი ყველა სიტყვის მნიშვნერლობა .
ბ) როცა ბავშვს შეუძლია გადმოსცეს წაკითხული .
გ) როცა ბავშვს შეუძლია იმსჯელოს,  გამოთქვას საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ.
9 .თვლით თუ არა,რომ შვილის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს ?
ა)  არ არის საჭირო მშობლის ჩარევა
ბ) შვილი დამოუკიდებლად უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ მკითხველად .
გ) აუცილებელია მშობლის ჩართულობა,  შვილის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში.
10 . გამოკითვაში მონაწილეობდა ?     
       ა) დედა               ბ) მამა               გ) ბებია               დ ) ბაბუა      
                                                                                                                            გმადლობთ

        












                                                                 ქ.ქუთაისის მე–9  საჯარო სკოლის IV1 კლასის
                                                          უფროსი  მასწავლებელი  ლია ბუცხრიკიძე 
                                                                                                                 2018 წელი.


No comments:

Post a Comment