ივნისის ცხელ დღეებში ქ. ქუთაისის 31 -ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მეტად საინტერესო , შინაარსიანი და მართლაც მრავლის მომცემი ინტელის ტრენინგი პროექტებით სწავლება.ჩვენმა ტრენერმა ქალ.მეგი კაპანაძემ გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი და თითოეული დღის რეჟიმის გეგმა .
მე საპროექტო თემად ავიღე დღეისათვის მართლაც საპრობლემო თემა ჯანსაღი კვება სახელწოდებით ,,გემრიელობები "
შევარჩიე და მოვამზადე პუბლიკაცია
21 -ე საუკუნის უნარ -ჩვევების გამოყენებისას გამოვიყენე საჭირო საგნები :
ბუნებისმეტყველება
ისტ
ხელოვნება
ავირჩიე სტანდარტები და დავსვი საჭირო კითხვები : ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი .
ხოლო მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად გამოვიყენე ვ მ ვ ცხრილი . რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა.
საავტორო უფლებებისა და ბიბლიოგრაფიის განხილვისას კი კიდევ უფრო ბევრი ინფორმაცია მივიღე და სამუშაო საინტერესოდ წარიმართა .
ტრენინგის დასაწყისში ცოტა შევსინდი ,მაგრამ ტრენერის გულმოდგინებამ და საუკეთესო მიოდგომებმა ძალზედ გამიადვილა მრავალსაათიანი ტრენინგის კურსი და გამიკვლია გზა ახალ -ახალი პროექტების შესაქმნელად . მადლობა განათლების სამინისტროს და ქალბატონ მეგი კაპანაძეს საინტერესო დღეებისათვის .
No comments:
Post a Comment